კარლ მარქსი





კარლ ჰეინრიხ მარქსი (გერმ. Karl Marx) (დ. 5 მაისი, 1818, ტრირი — გ. 14 მარტი, 1882, ლონდონი), იყო გერმანელი ფილოსოფოსი, ეკონომისტი, ისტორიკოსი, პოლიტიკური თეორეტიკოსი, სოციოლოგი, კომუნისტი და რევოლუციონერი, რომლის იდეებსაც ეფუძნება თანამედროვე კომუნიზმი. მარქსმა შეაჯამა თავისი მიდგომა კომუნისტური პარტიის მანიფესტის პირველ თავში, რომელიც გამოქვეყნდა 1848 წელს:ისტორია დღემდე არსებულ საზოგადოებების, არის ისტორია კლასობრივი ბრძოლის.
მარქსი ამტკიცებდა, რომ კაპიტალიზმი ისევე როგორც წინამორბედი სოციალურ ეკონომიკური სისტემები, გარდაუვალად წარმოშობს შინაგან დაპირისპირებას რაც მიიყვანს მას თავისივე დესტრუქციისკენ. ისევე როგორც ფეოდალიზმმა ჩაანაცვლა სოციალიზმი, მას სჯეროდა რომ სოციალიზმი, თავის მხრივ ჩაანაცვლებს კაპიტალიზმს და კაცობრიობას მიიყვანს უსახელმწიფო, უკლასო საზოგადოებამდე სახელად კომუნიზმი. ეს მიიღწევა მხოლოდ გარდამავალი პერიოდის შემდეგ რომელსაც ეწოდება "პროლეტარიატის დიქტატურა": პერიოდს ხანდახან უწოდებენ "მუშათა სახელმწიფოს" ან "მუშათა დემოკრატიას". "კომუნისტური პარტიის მანიფესტის" პირველ მონაკვეთში მარქსი განმარტავს ფეოდალიზმს, კაპიტალიზმს და შინაგანი სოციალური დაპირისპირების როლს ისტორიულ პროცესში. [1]. მარქსი ამტკიცებდა სოციალურ ეკონომიური ცვლილების სისტემურ გაგებას. ის ამტკიცებდა რომ კაპიტალიზმის შინაგანი სტრუქტურული დაპირისპირება გარდაუვალს გახდის მისივე დასასრულს და გზას გაუხსნის სოციალიზმს. [2] მეორე მხრივ მარქსი ამტკიცებდა, რომ საზოგადოებრივ ეკონომიური ცვლილება ხდებოდა ორგანიზებული რევოლუციური აქციით. ის ამტკიცებდა, რომ კაპიტალიზმს დაასრულებს ინტერნაციონალური მუშათა კლასის ორგანიზებული აქცია. კარლ მარქსი, ერიკ დურგკეიმთნ და მაქს ვებერთან ერთად მოიაზრება თანამედროვე სოციალური მეცნიერებების არქიტექტორად.


მერქსის იდეურ განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინეს მამამ, ტრირის გამოჩენილმა ადვოკატმა ჰაინრიხ მარქსმა (დ. 1777 — გ. 1838) და ოჯახის მეგობარმა ლუდვიგ ფონ ვესტიფალენმა.

1830-1835 წლებში კარლ მარქსი სწავლობდა ტრირის ფრიდრიხ-ვილჰელმ-გიმნაზიაში. 1835 წელს იგი შევიდა ბონის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, ხოლო ერთი წლის შემდეგ იგი გადავიდა ბერლინის უნივერსიტეტში. სტუდენტობის წლებში იგი ღრმად ეცნობა ჰეგელის ფილოსოფიას, ხდება ახალგაზრდა მემარცხენე ჰეგელიანელთა წრის წევრი და მტკიცედ უკავშირდება „თანამედროვე მსოფლიო ფილოსოფიას“. 1841 წლის აპრილში იენის უნივერსიტეტმა მარქს ნაშრომისათვის „განსხვავება დემოკრიტესა და ეპიკურეს ნატურფილოსოფიას შორის“ მიანიჭა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. ამ დროს მარქსი ჯერ კიდევ ჰეგელიანელი იდეალისტი იყო, მაგრამ ცდილობდა ჰეგელის წინააღმდეგობრივი ფილოსოფიიდან გაეკეთებინა ათეისტური და რევოლუციური დასკვნები. დისერტაციაში მკაფიოდ ჩანს ავტორის რევოლუციურ-დემოკრატიული თვალთახედვა როგორც ფილოსოფიაში, ისე პოლიტიკაში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მარქსი ფიქრობდა მეცნიერული მუშაობის დაწყებას. მაგრამ იუნკრული პრუსიის მთავრობის რეაქციულმა პოლიტიკამ აიძულა იგი უარი ეთქვს ამ განზრახვაზე.



View Larger Map


წყარო: wikipedia